ლარის კურსი

სებ-მა აუქციონზე კიდევ $7 600 000 გაყიდა, ბოლო 5 დღეში ჯამში $64 მილიონზე მეტი

25 სექტემბრის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 30 000 000 აშშ დოლარი გაიტანა, საიდანაც 7 600 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა  2.6682 ლარი შეადგინა.

ეს წლის მეოთხე აუქციონია. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კი, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 64 750 000 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.35 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 1.4 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6681 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8381 ლარი. 

კომენტარები