სუპერ ბოული

2024 წლის სუპერ ბოულის შესვენების შოუს USHER გააფორმებს

2024 წლის სუპერ ბოულის შესვენების შოუს ამერიკელი მომღერალი და პროდიუსერი Usher გააფორმებს.

"ეს არის უდიდესი პატივი, როგორც იქნა დადგა ის დრო, რომ სურვილების სიაში სუპერ ბოულზე სიმღერა შემიძლია გადავხაზო. ერთი სული მაქვს მსოფლიოს ვანახო ისეთი ჩემი შოუ, როგორიც არასდროს უნახავთ აქამდე. დიდი მადლობა ჩემს თავყანისმცემლებს და ყველას ვინც ეს საშუალება მომცა". – განაცხადა მომღერალმა.

ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩი იგივე სუპერ ბოული 2024 წლის 11 თებერვალს, ალეგიანტეს სტადიონზე ნევადას შტატში, ქალაქ ფერედაიზში გაიმართება. ფინალისტების ვინაობა 2023 წლის საფეხბურთო სეზონის ბოლოს გაირკვევა.

სუპერ ბოულის შესვენების მუსიკალური შოუ წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სანახაობაა. სხვდასხვა დროს სუპერ ბოულის შესვენება გაფორმებული აქვთ ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან მაიკლ ჯექსონი, პრინსი, ბიონსე, დაიანა როსი, სტივი უანდერი, ფილ კოლინსი და სხვები.

2023 წლის სუპერ ბოულის შესვენების შოუ რიანამ გააფორმა.

 

კომენტარები