სუპერ ბოული

სუპერ ბოულის შესვენებას ჰიპ-ჰოპის ლეგენდები გააფორმებენ – [VIDEO]

აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ფარგლებში, ტაიმებს შორის შესვენებაზე კონცერტს ჰიპ ჰოპის ლეგენდები: ემინემი, სნუპ დოგი, კენდრიკ ლამარი, Dr. Dre და ცნობილი არენბი შემსრულებელი, მერი ჯეი ბლაიჯი გამართავენ.

შესვენების შოუს ტრადიციულმა სპონსორმა Pepsi-მ ღონისძიების თრეილერი The Call გაავრცელა, რომლის რეჟისორიც ფელიქს გერი გრეი გახლავთ, რომელსაც სხვადასხვა დროს Ice Cube-ის, Dr. Dre-ის, Outkast-ისა და სხვა ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტების კლიპებზე უმუშავია.

სუპერ ბოული წელს კალიფორნიის შტატის ქალაქ ინგლვუდში 13 თებერვალს, SoFi Stadium-ზე გამიართება. ღონისძიების ხილვა კი NBC-ის ეთერში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები