სანქტ-პეტერბურგი

Meduza: სანქტ-პეტერბურგში აფეთქების შემდეგ ელექტროენერგია გაითიშა

MEGAPOLIS

24 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში და პულკოვოს აეროპორტში ელექტროენერგია გაითიშა, რასაც წინ უსწრებდა ძლიერი ხმაური. ინფორმაციას Meduza ავრცელებს Telegram-ზე გავრცელებულ ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით. 

ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტამდე ერთი საათით ადრე ძლიერი ხმაური და განათება გაიგონეს. სანქტ-პეტერბურგის დიდ ნაწილში ასევე შეწყდა წყლის მიწოდება. 

სანქტ-პეტერბურგის ხელისუფლებას ან პოლიციას ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესახებ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები