ეძგვერაძეზე თავდასხმა

კუპრაძე: ლაჩრებს, პრორუსებსა და პუტინისტებს ტიტუშკები ჰყავთ – არავის ეშინია

ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, ირაკლი ეძგვერაძეზე იძალადეს. ისიც თვალნათელია, რომ ქართულ ოცნებას თავისი პრორუსული პოლიტიკიდან გამომდინარე მსგავსი ტიტუშკები მრავლად ჰყავს. ჩვენ ველოდებით სიტუაციის დამძიმებას, ყოველდღიურად ძალადობას. ოღონდ, ამ ძალადობის არავის ეშინია [...] ქართული ოცნების ტიტუშკები ახლა ადგილზე აღარ არიან. ისინი დაიმალნენ, საკუთარ სოროებში ჩაძვრნენ. მათ ასე სჩვევიათ - ადამიანებს დახვდებიან, მათ გაუსწორდებიან და შემდეგ იმალებიან. რა თქმა უნდა, მათ სუს-ი მფარველობს. ეს არის პუტინისტური და კრემლისტური მმართველობის ფორმა, სადაც ცდილობენ, რომ თავისი მძიმე პოლიტიკური დანაშაულებები ძალადობით გადააგორონ. ერთადერთი გამოსავალია, საზოგადოებამ სწრაფად გაიაზროს ის, რომ ხელისუფლება მმართველობიდან ჩამოსაშორებელია [...] ლაჩრებს, პრორუსებსა და პუტინისტებს ტიტუშკები ჰყავთ. შესაბამისად, ამ ტიტუშკებით რაც არ უნდა დაშინების მცდელობები ჰქონდეთ, არ გამოუვათ. 

ასე ეხმაურება პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე თბილისის საკრებულოში ენმ-ს წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმას

კომენტარები