ეიფორია

ცნობილი გახდა "ეიფორიის" ვარსკვლავის, ანგუს ქლაუდის გარდაცვალების მიზეზი

2023 წლის 31 ივლისს ეიფორიის ვარსკვლავი, მსახიობი ანგუს ქლაუდი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი უცნობი იყო. ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა განიხილებოდა, ვინაიდან ოჯახის განცხადებით ქლაუდს ერთი კვირით ადრე მამა გარდაიცვალა და მსახიობმა მშობლის დაკარგვა მძიმედ გადაიტანა.

გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სასამართლო ექსპერტიზის შედეგები. ქლაუდის სიკვდილის მიზეზი უნებლიე ზედოზირება გახდა. მსახიობის ორგანიზმში კოკაინი, მეტამფეტამინი, ფენტანილი და ბენზოდიაზეპინი აღმოაჩინეს, უკანასკნელი ნივთიერება ანტიდეპრესანტია.

ქლაუდი პროფესიონალი მსახიობი არ იყო, ის ეიფორიის ქასთინგის რეჟისორმა რესტორანში შეამჩნია და როლი შესთავაზა. პოპულარულ თინეიჯერულ სერიალში ქლაუდი ნარკოტიკებით მოვაჭრე ფეზკოს როლს ასრულებდა.

კომენტარები