ეიფორია

EUPHORIA-ს, THE LAST OF US-ისა და WHITE LOTUS-ის ახალი სეზონები 2025 წელს გამოვა

Befunky

სატელევიზიო არხმა HBO-მ ჟურნალისტებს 2025 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. ჩამონათვალში მოხვდა Euphoria-ს, The Last of Us-სა და White Lotus-ის ახალი სეზონები.

The Last of US-ისა და White Lotus-ის შეფერხების სავარაუდო მიზეზი ჰოლივუდის სცენარისტების 4-თვიანი გაფიცვაა, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდა.

რაც შეეხება Euphoria-ს, სერიალის გადაღებები არამხოლოდ გაფიცვამ, არამედ შოურანერის სხვა პროექტზე გადართვამ შეაფერხა. სემ ლევინსონი შოუ Idol-ზე გადაერთო, რომელიც დაბალი რეიტინგის გამო პირველივე სეზონის შემდეგ ნაადრევად დაასრულეს.

ეიფორიის ახალი სეზონის მოქმედება სკოლაში აღარ გაგრძელდება. მესამე სეზონში აღარ გამოჩნდება კეტ ერნანდესის პერსონაჟი ბარბი ფერეირა, ვინაიდან მსახიობმა პროექტი დატოვა. არ იქნება ასევე ანგუს ქლაუდის პერსონაჟიც, ქლაუდი 2023 წლის ივლისში გარდაიცვალა.

2025 წლამდე გადაიწია სერიალ Welcome to Derry-ს გადაღებებიც. შოუ სტივენ კინგის It-ის პრიკველია.

კომენტარები