კახა კალაძე

კალაძე: თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, არის კონკრეტული სხვა საქმეები

არ ვიცი, რამდენად შეძლებს მაგის გარისკვას. თუმცა, მანდაც ვერ ვხედავ პრობლემას. თუ სააკაშვილს შეიწყალებს, არის კონკრეტული სხვა საქმეები. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული შესაბამისი უწყებების მხრიდან, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და ამას, რა თქმა უნდა, შემდეგ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება უწყებების მხრიდან.

კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რეალურია თუ არა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სააკაშვილის შეწყალება.

კომენტარები