რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა კუპიანსკი დაბომბა, დაღუპულია 8 ადამიანი

რუსეთმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბა. ოლქის ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით დაღუპულია 8 ადამიანი.

20 სექტემბერს სამაშველო სამსახურმა აფეთქების ადგილას, ნანგრევებში 6 კაცისა და 2 ქალის ცხედარი იპოვა.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტების თქმით რუსეთმა ე.წ. ჰიბრიდული რაკეტა Гром-1 გამოიყენა. Гром-1 რაკეტისა და ჭურვის ჰიბრიდია. 594-კილოგრამიანი ჭურვის აფეთქების რადიუსი 35-დან 120 კილომეტრამდე შეადგენს.

ქალაქის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რუსულ მხარეს საომარი წესების დარღვევა და განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით დაბომბვა მაშინ მოხდა, როდესაც აფეთქების რადიუსში მოხალისეებით სავსე მანქანა მოძრაობდა.

2022 წლის 27 თებერვალს რუსეთმა კუპიანსკის ოკუპაცია მოახდინა. მრავალთვიანი ბრძოლის შემდეგ იმავე წლის სექტემბერში კუპიანსკი უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნდა. ქალაქი ხარკოვის ოლქის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი ყოველდღიურად ბომბავს უკრაინის ტერიტორიას. განსაკუთრებული სისასტიკით იბომბება დეოკუპირებული ტერიტორიები.

კომენტარები