რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT - 6 სექტემბერს კონსტანტინოვკას დაბომბვა უკრაინული რაკეტის შეცდომით გაშვებას მოჰყვა

Donetsk Regional Military Civil Administration

6 სექტემბერს კონსტანტინოვკას ბაზრის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა და 15 სამოქალაქო პირი დაიღუპა, რასაც უკრაინის ხელისუფლება და უკრაინული მედია რუსულ ტერორისტულ თავდასხმას უწოდებდა. NYT რაკეტის ფრაგმენტების, სატელიტური ფოტოების, სოციალური მედიის და თვითმხილველთა მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ კონსტანტინოვკაზე თავდასხმა უკრაინული რაკეტის შეცდომით გაშვების შედეგი იყო. ბაზრის ტერიტორიაზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ ჩამოგდებული რაკეტა უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გასროლილი. 

სამხედრო ექსპერტებმა NYT-ს დაუდასტურეს, რომ ამ ტიპის რაკეტების მიმართულება შესაძლოა მრავალი სხვადასხვა მიზეზით შეიცვალოს. ასევე, კონსტანტინოვკას ბაზრის ტერიტორიის ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე Telegram-ის უკრაინულ ჯგუფებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსულმა არმიამ საჰაერო იერიში მიიტანა კონსტანტინოვკაზე. 

კომენტარები