მკვლელობა თბილისში

შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რეანიმაციაშია

შსს-ს თანამშრომელი, რომელმაც დოლიძის ქუჩაზე ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მან თვითდაზიანებები მიიყენა. ინფორმაცია ტაბულას სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

"შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში". - აღნიშნა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა, ბაჩო კვარაცხელიამ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც 2 ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები და ასევე, ერთერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს". - თქვა ბაჩო კვარაცხელიამ.

კომენტარები