რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მტკიცებით, ბელგოროდსა და ოკუპირებულ ყირიმში დრონების თავდასხმა მოიგერიეს

უკრაინელი სამხედროები ბახმუტთან რუსების პოზიციების მიმართულებით დრონს უშვებენ. უკრაინა, დონეცკის ოლქი, 2022 წლის 15 დეკემბერი.
AP Photo/LIBKOS

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ოკუპირებულ ყირიმში მოსკოვის დროით 20:30-ზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეშვეობით ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, მათ ორი საფრენი აპარატი ყირიმის სამხრეთ-დასავლეთით ჩამოაგდეს.

ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის მაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დროებით შეიზღუდა მანქანების გადაადგილება.

თავდაპირველად აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ადგილობრი ტელეგრამ-არხებზე გამოჩნდა.

ამას გარდა რუსეთის თავდაცვის უწყებაში ირწმუნებიან, რომ უკრაინული დრონი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ბელგოროდის ოლქშიც ჩამოაგდეს, მოსკოვის დროით 20:40-ზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინული დრონების თავდასხმის მოგერიებაზე ცნობას გასულ ღამესაც ავრცელებდა.

კომენტარები