ხანძარი სანქტ-პეტერბურგში

სანქტ-პეტერბურგში რესტორანსა და სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა

РИА НОВОСТИ

სანქტ-პეტერბურგში, ბუქარესკაიას ქუჩაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 1000 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებული შენობა დაიწვა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული სააგენტო რია ნოვოსტი საკუთარ Telegram არხზე ავრცელებს.

შენობაში სადაც ხანძარი გაჩნდა, რესტორანი და სავაჭრო ცენტრი იყო განთავსებული. ცეცხლს 10 სახანძრო მანქანა და 40-მდე მეხანძრე ებრძოდა. მათ ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე საათში შეძლეს.

ჯერჯერობით პროპაგანდისტები ხანძრის გამომწვევ მიზეზს არ ასახელებენ.

კომენტარები