რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საზღვაო დრონმა რუსული სარაკეტო ხომალდი მნიშვნელოვნად დააზიანა – კიევი

KOMSOMOLSKAYA PRAVDA

უკრაინის დაზვერვის წყაროს ინფორმაციით, უკრაინულმა დრონმა ოკუპირებული ყირიმის მახლობლად რუსული სარაკეტო ხომალდი Самум დააზიანა. როგორც უკრაინულმა წყარომ Reuters-ს უთხრა, უკრაინამ ყირიმის სევასტოპოლის ყურის შესასვლელთან რუსული სარაკეტო ხომალდი "მნიშვნელოვნად დააზიანა."

მეტიც, უკრაინული მხარის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში უკრაინული თავდასხმების შედეგად დასავლეთ ყირიმში განადგურდა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა, მძიმედ დააზიანა ორი საზღვაო ხომალდი. ამასთან, უკრაინა ორ საპატრულო ხომალდს დაესხა თავს.

რუსული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა თავდასხმა მოიგერიეს და საზღვაო დრონი გაანადგურეს.

კომენტარები