რეკლამა

(რ) SOLO X ალექსანდრე კორძაიას სპექტაკლის "ბრუნტეტი - დაბრუნება" მხარდამჭერია

SOLO X საქართველოში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით SOLO X მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ მხარდამჭერია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქის თეატრებში გაიმართება.

"ბრუნტეტი - დაბრუნება“ ალექსანდრე კორძაიას (Kordz) ნაწარმოებზე „1999“ არის დაფუძნებული, რომელიც 2021 წელს ჰოლანდიური ანსამბლისთვის „Kluster 5” დაიწერა. მუსიკალური სპექტაკლი მაყურებელს Kordz-ის წარმოსახვით სამყაროში ამოგზაურებს. შესაბამისად, მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიოჩანაწერები, რომლებშიც 5 წლის ალექსანდრე მის წარმოსახვით სამყაროზე - ბრუნტეტზე, მის მაცხოვრებლებსა და ავტორის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე გვიყვება. 

სპექტაკლის რეჟისორია სანდრო კალანდაძე, წარმოდგენას მუსიკალურად აფორმებენ Kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები). პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე მუშაობდა „ჰარაკის“ გუნდი. 

ტურის ფარგლებში სპექტაკლი სხვადასხვა ქალაქების თეატრებში დაიდგმება:

  • 29 სექტემბერი - მარჯანიშვილის თეატრი (2 წარმოდგენა)
  • 2 ოქტომბერი - ერისთავის თეატრი, გორი
  • 4 ოქტომბერი - მესხიშვილის თეატრი, ქუთაისი
  • 6 ოქტომბერი - საზაფხულო თეატრი, ბათუმი 

 ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე: TKT.GE აღსანიშნავია, რომ SOLO ბარათის მფლობელები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

პროექტის მხარდამჭერები არიან: SOLO X, მაზდა ცენტრი თეგეტა, Rooms Hotels;

მსახიობები: ლანა ყავრელიშვილი, ანანო მახარაძე, ნატალია გაბისონია, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე, თემო რეხვიაშვილი;

მხატვარი:  ნანა კალანდაძე;

ანიმაცია: ნანა კალანდაძე და კოკა კიტია;

ორგანიზატორი: Stockton;

კომენტარები