რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტვერის ოლქში დრონი ჩამოვაგდეთ – რუსეთი

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

რუსული სამთავრობო მედია რეგიონული მთავრობის ვებგვერდზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ტვერის ოლქში დრონი ჩამოაგდო. 

"13 სექტემბერს ტვერის ოლქის კონაკოვოს რაიონის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს უპილოტო საფრენი აპარატი". - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

როგორც Ria Novosti წერს, ტვერის ოლქში ნებისმიერი სახის დრონის გამოყენება აკრძალულია.

კომენტარები