რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი ომზე: ეს არ არის ფილმი ბედნიერი დასასრულით, ბევრი ადამიანი დავკარგეთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში ომის მსვლელობაზე ილაპარაკა.

"ჩვენ ყველას გვსურს მივაღწიოთ წარმატებას და ბედნიერ დასასრულს, მაგრამ ეს ფილმი საათნახევრიანი არ არის, ეს კონტრშეტევაა, ეს არ არის ფილმი ბედნიერი დასასრულით, ჩვენ არ გვექნება ბედნიერი დასასრული, ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ და ამის აღიარება უნდა შეგვეძლოს. გამარჯვება ერთადერთი რამ არის, რომელიც დეოკუპაციას მოგვიტანს. გამარჯვება არ მისცემს რუსეთს საშუალებას თავს დაესხას სხვა ქვეყნებს - პოლონეთს, ბალტიისპირეთს და ყველანი დაგვაბრუნოს საბჭოთა კავშირში". – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პირველმა პირმა ასევე აშშ-ს მხრიდან სამხედრო დახმარების მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

"კონტრშეტევის წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი შედეგია. უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული მიწები და არა მარტო მიწები, ხალხიც. იარაღის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გზაშია. ვფიქრობ ბაიდენს შეუძლია გადაფურცლოს ამ ომის მნიშვნელოვანი თავი. მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა, როდესაც Himars გადმოგვცა. ამჯერად აშშ-ს პრეზიდენტთან შორი მანძილის რაკეტების ATACMS გადმოცემის შესახებ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. რამდენჯერმე შევხვდი, დიალოგი გრძელდება, იმედი მაქვს რაკეტებს შემოდგომაზე მივიღებთ". – ამბობს უკრაინის პირველი პირი.

პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ გაყინული ომი მშვიდობას არ ნიშნავს, ხოლო ვლადიმირ პუტინს უკრაინის დაპყრობა და უკრაინელების განადგურება აქვს განზრახული, იაზრებს, რომ სხვანაირად უკრაინას ვერ დაამარცხებს.

კომენტარები