ჩვენ ვაგრძელებთ ევროინტეგრაციის გზაზე სიარულსა და რეფორმების განხორციელებას. ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი, მივიღოთ სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე.
ქართული ოცნება
კალაძე: ჩვენი მიზანია, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ქვეყანაზე უარი არ უნდა ვთქვათ
tbl.ge/6hx0
დაკოპირდა

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე. 7-8 სექტემბერს თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი. მან საქართველოს ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ დასახელებული 12 პუნქტის შესრულებისკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




