რუმინეთი-რუსეთი

დრონის ფრაგმენტების გამო რუმინეთმა რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული გამოიძახა

/Ovidiu Micsik via REUTERS

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული მას შემდეგ გამოიძახა, რაც რუმინეთის მიწაზე სავარაუდოდ რუსული დრონის ფრაგმენტები იპოვეს. ამის შესახებ Reuters-ი რუმინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

"ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სასწრაფოდ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში". - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც Agerpres-ს გაუგზავნეს.

9 სექტემბერს, რუმინელმა სამხედროებმა ქვეყანაში კიდევ ერთი რუსული დრონების ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ბოლო ერთ კვირაში ეს მეორე შემთხვევაა

მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები ტულჩეას ოლქის სოფელ პლაურუსთან აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხედროებმა ადგილობრივი უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების შესაძლო არსებობის შესახებ ხელისუფლებისგან ინფორმაცია ინფორმაცია მიიღეს. 

რუმინეთის პრეზიდენტი სწრაფად გამოეხმაურა ამ მოვლენას და თქვა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვრის მახლობლად რუსული სამხედროების მიერ გამოყენებული თვითმფრინავების ახალი ფრაგმენტების აღმოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა რუმინეთის სუვერენული საჰაერო სივრცის სრულიად მიუღებელ დარღვევას.

"მე მკაცრად ვგმობ ამ ინციდენტს, რომელიც პროვოცირებულია რუსეთის თავდასხმებით დუნაის უკრაინის პორტებზე. რუმინეთი ძალიან კარგად არის დაცული NATO-ს ფარგლებში და სარგებლობს უსაფრთხოების უძლიერესი გარანტიებით ჩვენ ისტორიაში. კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის ფედერაციის განმეორებით თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის უკრაინის პორტებზე რუმინეთის საზღვართან. ეს ღრმად გაუმართლებელი თავდასხმები არღვევს საერთაშორისო კანონს და წარმოადგენს ომის დანაშაულს". - თქვა პრეზიდენტმა. 


6 სექტემბერს, რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანჯელ ტილვარმა CNN-თან ასოცირებულ ადგილობრივ მედია A3CNN-თან საუბრისას  დაადასტურა, რომ რუსული დრონის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე იპოვეს.

"ჩვენ დავფარეთ ძალიან დიდი ტერიტორია, მათ შორის ის არეალი, რომელიც საჯაროდ განიხილებოდა და ვადასტურებ, რომ ამ ადგილებში ნაპოვნია ნაწილები, რომლებიც შესაძლოა დრონს ეკუთვნოდეს". - თქვა ტილვარმა.

4 სექტემბერს უკრაინა ამტკიცებდა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავები მეზობელ უკრაინის ქალაქზე თავდასხმების სერიის დროს დაეშვა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია უარყო. 

კომენტარები