რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუმინეთი ადასტურებს რუსული დრონის ნაწილების მათ მიწაზე დაცემას

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი, ანჯელ ტილვარი
resboiu.ro

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანჯელ ტილვარმა CNN-თან ასოცირებულ ადგილობრივ მედია A3CNN-თან საუბრისას  დაადასტურა, რომ რუსული დრონის ნაწილები რუმინეთის ტერიტორიაზე იპოვეს.

"ჩვენ დავფარეთ ძალიან დიდი ტერიტორია, მათ შორის ის არეალი, რომელიც საჯაროდ განიხილებოდა და ვადასტურებ, რომ ამ ადგილებში ნაპოვნია ნაწილები, რომლებიც შესაძლოა დრონს ეკუთვნოდეს". - თქვა ტილვარმა.

4 სექტემბერს უკრაინა ამტკიცებდა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავები მეზობელ უკრაინის ქალაქზე თავდასხმების სერიის დროს დაეშვა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდაპირველად აღნიშნული ინფორმაცია უარყო.


რუსეთმა უკრაინის პორტზე 3 სექტემბერსაც მიიტანა იერიში. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, ოდესის ოლქზე თავდასხმის შედეგად პორტის ორი თანამშრომელი დაშავდა. მისივე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სამსაათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა

4 სექტემბერს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის რუსეთის ქალაქ სოჭში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართებოდა, რუსეთმა უკრაინის მარცვლეულის ერთ-ერთ უმსხვილეს საექსპორტო პორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის ტალღა წამოიწყო.

კომენტარები