რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუმინეთში რუსული უპილოტო თვითმფრინავები ჩამოვარდა

რუსეთს ერთ თვეზე მეტია უკრაინის საპორტო ობიექტებზე, მდინარე დუნაის გასწვრივ იერიში მიაქვს
EPA

უკრაინა ამტკიცებს, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო თვითმფრინავები მეზობელ უკრაინის ქალაქზე თავდასხმების სერიის დროს დაეშვა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჟურნალისტებს კიევში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ უთხრა, რომ უკრაინას აქვს ფოტო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მათ ინფორმაციას.

რუმინეთმა კიევის ვერსია უარყო, რადგან სურათის ავთენტურობა ვერ დადგინდა, თუმცა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ თქვა, რომ რისკი დიდია, რადგან თავდასხმა ძალიან ახლოს არის მათი ქვეყნის საზღვართან.


რუსეთმა უკრაინის პორტზე 3 სექტემბერსაც მიიტანა იერიში. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, ოდესის ოლქზე თავდასხმის შედეგად პორტის ორი თანამშრომელი დაშავდა. მისივე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სამსაათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა

4 სექტემბერს, რამდენიმე საათით ადრე, სანამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის რუსეთის ქალაქ სოჭში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართებოდა, რუსეთმა უკრაინის მარცვლეულის ერთ-ერთ უმსხვილეს საექსპორტო პორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის ტალღა წამოიწყო.

კომენტარები