რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას მოულოდნელი ვიზიტით ეწვია

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში უკრაინაში, ბუჩაში. 2023 წლის 9 სექტემბერი 
KYODO / The Japan Times

9 სექტემბერს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშიმასა ჰაიაში უკრაინას ომის დაწყების შემდეგ მოულოდნელი ვიზიტით პირველად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"უკრაინაში ვიზიტის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში დაუდასტურებს საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას, რომ იაპონია თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოებასთან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაში და გამოხატავს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, რათა სწრაფად დაასრულოს რუსული აგრესია. გამოვხატავთ იაპონიის მტკიცე პოზიციას, რომ უკრაინის მხარეს ვართ". - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, ვიზიტის დროს განიხილება ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით იაპონურ-უკრაინული კონფერენციის ორგანიზებისა და ჩატარების საკითხები.

ამასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი განიხილავს ინიციატივას, როგორც G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თავმჯდომარე, წაახალისოს მეტი ქვეყანა, მათ შორის, გლობალური სამხრეთის ქვეყნები, რათა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის ძალისხმევას მხარი დაუჭირონ. 

ვიზიტის ფარგლებში იაპონიის დელეგაციას ბიზნესის წარმომადგენლებიც ახლდებიან.

კომენტარები