ინალ არძინბა

არძინბა: უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები, თორემ გეოპოლიტიკის მიღმა აღმოვჩნდებით

ინალ არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე კომენტარი გააკეთა

"დღეს მათ [საქართველო-რუსეთს] შორის სავაჭრო ბრუნვა $2.5 მილიარდია. რამდენი იქნება ხვალ, საჰაერო მიმოსვლის ამოქმედებისა და უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით? ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ჩვენზე და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით გეოპოლიტიკის მიღმა". - თქვა არძინბამ გულრიფშის რაიონის აქტივისტებთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, რუსეთში მყოფი ქართული დიასპორა აქტიურად მუშაობს რუსეთში საქართველოს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების ხელშეწყობისთვის.

"ეს შეჯიბრი არ უნდა წავაგოთ. ამისათვის საჭიროა ეფექტურად, ჰარმონიულად და დინამიურად მუშაობა. ჩვენ არ გვაქვს დაბალი კონკურენტუნარიანობის უფლება. კიდევ ერთხელ ვიმყოფებით ისტორიულ გზაჯვარედინზე. დღეს ჩვენ ვწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი სახელმწიფო ხვალ". - აღნიშნა არძინბამ.

არძინბამ ასევე კომენტარი გააკეთა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე და აღნიშნა, რომ "საკითხის განხილვასთან დაკავშირებულმა საინფორმაციო გაშუქებამ" ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. მისი თქმით, რუსეთი არის "აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვი".

"თუ რუსეთთან ურთიერთობას დავკარგავთ, ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას". - თქვა არძინბამ. 

მან ასევე ისაუბრა აფხაზეთის ეკონომიკური ზრდისთვის ახალი წყაროების მოძიების მნიშვნელობაზე და ამ საკითხში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარები