რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეოთხედ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში – რუსეთმა ოდესაზე დრონებით იერიში მიიტანა

Focus.ua

რუსეთმა ოდესის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. თავდასხმა 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

თავდასხმის შედეგად განადგურდა პორტის რამდენიმე სტრუქტურა. მსუბუქად დაშავებულია მშვიდობიანი მოქალაქე, სატვირთო მანქანის მძღოლი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ქვედანაყოფის ცნობით ოდესის ოლქს შაჰედ-136/131 მოდელის დრონებით დაესხნენ თავს. 33 უპილოტო მოწყობილობიდან 25 ჩამოგდებულია.

განვლილი 5 დღის განმავლობაში რუსული დრონები ოდესასა მეოთხედ დაესხნენ თავს. ივლისში, "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გასვლის შემდეგ რუსეთი დრონებით ოდესასა რეგულარულად ესხმის თავს. ძირითადად იბომბება პორტის ინფრასტრუქტურა და მარცვლეულის საწყობები.

 

კომენტარები