რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ევროკავშირის სასამართლომ რუსი ოლიგარქების მოთხოვნა სანქციების მოხსნაზე არ დააკმაყოფილა

Arne Immanuel B'nsch, via Associated Press Images

ევროკავშირის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოთხი რუსი ოლიგარქის მოთხოვნა, რომ მათი სანქციები გაუქმებულიყო. ეს ოლიგარქები არიან: გენადი ტიმჩენკო, მიხაილ გუცარიევი, ტიგრან ხუდავერდიანი და ალექსანდრ შულგინი. 

"ევროკავშირის სანქციების ყველა ეტაპზე, ვიზების აკრძალვა, აქტივების გაყინვა და ა.შ. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოლიგარქების მოთხოვნა. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის სამართლებრივი საფუძველი სანქცირებისთვის მყარია" - წერს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი რიკარ ჟოზვიაკი. 

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ასევე დაადასტურა სასამართლოს გადაწყვეტილება რუსი ოლიგარქების მოთხოვნაზე, თუმცა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ ფიგურირებს ალექსანდრ შულგინი. 

კომენტარები