განქორწინება

GOT-ის ვარსკვლავი სოფი ტერნერი და მომღერალი ჯო ჯონასი დაშორდნენ

სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი სოფი ტერნერი და პოპ ბენდ Jonas Brothers-ის წევრი ჯო ჯონასი დაშორდნენ.

გასულ კვირას ტაბლოიდები წყვილის დაშორების შესახებ წერდნენ, თუმცა ჯონასი იმავე პერიოდში ნიშნობის ბეჭდით შენიშნეს. 6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ განქორწინების საბუთები სასამართლოში ჯო ჯონასმა შეიტანა.

წყვილი 2016 წელს დაინიშნა. 2019 წელს მათ იქორწინეს. ერთი წლის შემდეგ ტერნერი და ჯონასი მშობლები გახდნენ. 2022 წელს წყვილს მეორე შვილი შეეძინა.

ამ დროისთვის განქორწინების მიზეზზე ღიად არც ერთ მხარეს არ ულაპარაკია.

სოფი ტერნერს მაყურებელი სამეფო კარის თამაშებიდან იცნობს. ბრიტანელი მსახიობი სერიალში სანსა სტარკის როლს ასრულებდა. 

მომღერალი ჯო ჯონასი პოპულარული პოპ ბენდის Jonas Brothers-ის წევრია.

კომენტარები