რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვის პრეზიდენტი: უკრაინაში კორუფციის სკანდალები იარაღის მიწოდების პროცესს ხელს უშლის

ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა კიევში, 2023 წლის 23 აგვისტო
გიტანას ნაუსედა / X

ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ლიტვის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ უკრაინაში კორუფციის სკანდალებს დიდი უარყოფითი ეფექტი აქვს უკრაინისთვის დასავლეთიდან იარაღის მიწოდების პროცესზე. მისი თქმით, როდესაც დასავლურ ქვეყნებში მსჯელობენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ისინი ყოველთვის ითვალისწინებენ უკრაინაში კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალებს. 

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზია. რადგან ის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, დემოკრატიული ქვეყნებია, ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ მათი საზოგადოების განწყობები და აზრები. წარმოიდგინეთ, ამომრჩევლები ხედავენ, რომ ქვეყანაში, რომელსაც ეხმარებიან ცხადი კორუფციის სკანდალებია. ეს დიდი რეპუტაციული დარტყმაა ქვეყნისთვის" - თქვა ნაუსედამ. 

ლიტვის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გათავისუფლებული თავდაცვის მინისტრის შესახებ. 

კომენტარები