ქართული ოცნება

თალაკვაძე: საქართველოში ევროპული პერსპექტივა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა

ქართულმა ოცნებამ საზოგადოებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და კანდიდატის სტატუსი - ეს ის კონკრეტული შედეგებია, რომელიც საქართველომ და მისმა ხელისუფლებამ რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის საფუძველზე მიიღო.

საქართველოში ევროპული პერსპექტივა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა, რადგან, ევროპა არის, როდესაც ადამიანის უფლებები დაცულია. ევროპა არის, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებლიანად ეპყრობა უსაფრთხოების საკითხებს და იცავს მშვიდობას. ევროპა არის საკუთრების უფლების დაცვა და არა ის, ენმ როგორც ექცეოდა საკუთრებას. ევროპა არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რაც მოქალაქეებს ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდათ. ევროპა არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში არასოდეს ყოფილა. ევროპა არის კანონის უზენაესობა. ევროპა არის მრავალფეროვანი მედია [...] ამიტომ, ობიექტურად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. 

თქვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები