პრეზიდენტის იმპიჩმენტი

კალაძე: უცხოელ მეგობრებს რა უნდა ვთხოვოთ, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას?

იმპიჩმენტს რაც შეეხება, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ ჩაატარა ბრიფინგი, მან თავიდანვე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება გარკვეული მიზეზების გამო. ვიცით, რა არის ეს მიზეზები. უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: გულდასაწყვეტია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. პირველი: ჩვენ, პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ, ვინც პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას. თუ ჩვენ დავარღვევთ კანონს, სხვა ადამიანებს და თუნდაც უცხოელ მეგობრებს რა უნდა ვთხოვოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას?

თბილისის მერი კახა კალაძე.

კომენტარები