ბიზნეს სექტორში ძალიან მაღალი აქტივობაა. მაგალითისთვის, გეტყვით, რომ მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა 15%-ით გაიზარდა და 48 მილიარდი ლარი შეადგინა. ჯამურად, ორ კვარტალში კი მთელი ბიზნეს სექტორის ბრუნვა 92 მილიარდ ლარს გადასცდა [...] ასევე, ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა ჩამოსული, ქვეყნის ეროვნული რეზერვები კი ისტორიულ მაქსიმუმზეა და 5.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება და მდიდრდება. ეს შემთხვევით არ მომხდარა, ეს ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. ამ ტემპებს კი შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება სჭირდება.
tbl.ge/6hll
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




