რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: უკრაინის ჯარების მიღწევებმა სამხრეთ ფრონტზე შესაძლოა ყირიმისაკენ გზა გახსნას

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას ცნობით, უკრაინის ჯარების სამხრეთ ფრონტზე ბოლოდროინდელმა მიღწევებმა შესაძლოა ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულიდან რუსების უკან დახევას შეუწყოს ხელი.

კულებას თქმით, ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც კიევმა ზაპორიჟიეს რეგიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოფელი რობოტინე გაათავისუფლა, თუმცა რუსეთის ირწმუნება, რომ მათი ძალები დასახლებულ პუნქტში რჩებიან.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა, რომელიც ივნისში დაიწყო, სირთულეების მიუხედავად, დღემდე გრძელდება.

"ნაღმებისა და ფორტიფიკაციების რაოდენობა არნახულია. რუსული დრონები, ვერტმფრენები და თვითმფრინავები ჰაერში დომინირებენ. მაგრამ ჩვენ თანდათან წარმატებას ვაღწევთ." - ამბობს კულება.

ომის კვლევის ინსტიტუტის, ISW-ს ცნობით, უკრაინული ძალები განაგრძობდნენ სოფელ რობოტინეში პოზიციების დაცვას.

კომენტარები