ავსტრალია

ავსტრალია საკონსტიტუციო რეფერენდუმისთვის ემზადება

 AAP Image/James Ross via REUTERS

ავსტრალიაში 14 ოქტომბერს საკონსტიტუციო რეფერენდუმი ჩატარდება. რეფერენდუმი ავსტრალიაში აბორიგენი და ტორესის სრუტის კუნძულების ხალხის უფლებებს შეეხება. 

საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ ავსტრალიის პარლამენტი აბორიგენი და ტორესის სრუტის კუნძულების მოსახლეობის წარმომადგენლებთან იქნება ანგარიშვალდებული ისეთ საკითხებზე, რომლებიც აბორიგენების მიწებს და მათ საზოგადოებას შეეხება. ავსტრალიაში აბორიგენები მოსახლეობის 3,2%-ს შეადგენენ.

ავსტრალიის კონსტიტუციაში ნებისმიერ ცვლილებას საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება სჭირდება. 

ავსტრალიის პრემიერმინისტმა ენტონი ალბანეზმა რეფერენდუმის თარიღად 14 ოქტომბერი გამოაცხადა და თქვა, რომ ეს უიშვიათესი შანსია ავსტრალიის მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს კონსტიტუციის ცვლილებაში. 

პატ ანდერსონი, აბორიგენი ქალი აქტივისტი აბორიგენთა კამპანიის ლიდერია და წლების მანძილზე პარლამენტში მისი ხალხის ხმის გაჟღერების უფლებისთვის იბრძვის. 

საკონსტიტუციო ცვლილების დასამტკიცებლად საჭიროა, რომ ცვლილებას მხარი დაუჭიროს მოსახლეობის 50%-ზე მეტმა და ასევე უმრავლესობამ ავსტრალიის ექვსი შტატიდან მინიმუმ ოთხში. 

უკანასკნელი რეფერენდუმი ავსტრალიაში 1999 წელს ჩატარდა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ავსტრალიის რესპუბლიკურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. 

კომენტარები