უკრაინა-სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეა 2024 წლისთვის უკრაინას ფინანსურ დახმარებას 8-ჯერ გაუზრდის

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
APA

სამხრეთ კორეა 2024 წლისთვის უკრაინას 394 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება, რაც 8-ჯერ მეტია 2023 წელს გაწეულ ფინანსურ დახმარებასთან შედარებით.

სამხრეთ კორეის 2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, უკრაინის დახმარების პაკეტი მოიცავს დაახლოებით $100 მილიონს რეკონსტრუქციისთვის, $200 მილიონს ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოპოვებულ $100 მილიონს.

ივლისში სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა 2024 წელს უკრაინას მსხვილმასშტაბიან სამხედრო მარაგს მიაწვდიდა, თუმცა დეტალებზე 29 აგვისტომდე არ უსაუბრია.

კომენტარები