რუსული მხარის მტკიცებით, კურსკში საცხოვრებელ კორპუსს დრონი შეეჯახა. ინფორმაცია კურსკის ოლქის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა გაავრცელა.
"წინასწარი ინფორმაციით, ღამით კურსკში, კარლ მარქსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დრონი შეეჯახა - რამდენიმე სართულზე მინებია ჩამსხვრეული, ასევე, ამავე ქუჩაზე მდებარე კურსკის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის შენობაში აფეთქების შედეგად დაზიანდა რამდენიმე მინა". - დაწერა სტაროვოიტმა.
მისივე თქმით, არავინ დაშავებულა.





