საქართველო-რუსეთი

მედვედევი: ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობას ეყოფა პრაგმატიზმი, აღიაროს ოსეთი და აფხაზეთი

ხელმძღვანელების ამჟამინდელი თაობა და პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოში ხელისუფლებაშია, ყოველ შემთხვევაში, გამოირჩევა პრაგმატიზმით, შეუძლებელია ეს არ აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ ჩვენ ახლა მათთან ურთიერთობას ვავითარებთ, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში კვლავ ვიზის გარეშე შემოსვლის ნება მივეცით, სწორედ ამიტომ დაიწყო ფრენები...

ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი, რომ რეალობა აღიაროს, მათ შორის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებად არსებობა და დაამყაროს მათთან ურთიერთობა, რადგან ისტორიულად მაინც ახლო ხალხია.

თქვა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა 26 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. გასულ დღეებში ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან შეერთებით იმუქრებოდა.

კომენტარები