რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომი დინამიურია, უკრაინა აგრძელებს ტერიტორიების დაბრუნებას – აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი
AP Photo/Andrew Harnik, File

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი უარყოფს მოსაზრებას, რომ უკრაინაში ომი თითქოს ჩიხში შევიდა.

სალივანის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავიდანვე ნათლად იცოდა, რომ უკრაინის ბრძოლის ველი ძალიან დინამიურია იყო: "ორივე მხრიდან არის თავდასხმები და თავდაცვა ფრონტის ძალიან გრძელი ხაზის გასწვრივ ბევრ ადგილას". 

"ჩვენ ვხედავთ, რომ [უკრაინა] აგრძელებს ტერიტორიის დაბრუნებას მეთოდურ, სისტემატურ საფუძველზე". - დასძინა სალივანმა.

ამასთანავე, გასული კვირის ბოლოს The Washington Post-ი აშშ-ს დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ კონტრშეტევითი ოპერაციების დროს უკრაინამ, სავარაუდოდ, ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს - ქალაქ მელიტოპოლის აღებას ზაპოროჟიეს ოლქში.

ამასთან დაკავშირებით სალივანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ბრძოლის ველზე სიტუაცია მუდმივად იცვლება, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა უკრაინული ძალების წარმატების.

რა ვიცით ამ დროისთვის უკრაინის საზაფხულო კონტრშეტევის შესახებ? 

კომენტარები