20 აგვისტოს აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რესპუბლიკური პარტიის შიდა dებატებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
საკუთარი სოციალური მედია Truth Social-ში ტრამპმა დებატების შესახებ ბუნდოვანი პოსტიც დაწერა. მისი თქმით, ის რეიტინგით საკმაოდ უსწრებს კონკურენტებს.
"რეიგანმა ეს არ გააკეთა და არც სხვებმა გააკეთეს. ხალხმა იცის ჩემი მონაცემები, ერთ-ერთი საუკეთესო, ასე რომ, რატომ ვიდებატო?" - წერს ტრამპი და იმის შესაძლებლობას, რომ პრაიმერის პირველ დებატებში მონაწილეობას მიიღებს მაინც ტოვებს.
"ხალხმა იცის ვინ ვარ და როგორი წარმატებული პრეზიდენტობა მქონდა, შესაბამისად დებატებში მონაწილეობას არ მივიღებ" - წერს დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში - The Truth Social.
რესპუბლიკური პარტიის დებატები 23 აგვისტოს მილუოკში გაიმართება.