რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

19 აგვისტოს ღამით Shahed-ის ტიპის 17 დრონიდან 15 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 19 აგვისტოს ღამით უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიიდან გაშვებული Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატიდან 15-ის განადგურება მოახერხეს. 

"18-19 აგვისტოს ღამით ჩრდილოეთ ფრონტიდან რაშისტებმა იერიში მიიტანეს ჩრდილოეთ ფრონტიდან  Shahed-136/131-ის ტიპის დრონების გამოყენებით. კურსკის ოლქიდან ჯამში სულ 17 დრონი გაუშვეს". - წერია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.  

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსების გაშვებული 17 დრონიდან 15-ის განადგურება შეძლეს. 

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადების თანახმად, საჰაერო თავდაცვამ რუსული თვითმფრინავების თავდასხმები ჩრდილოეთ, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში მოიგერია.

კომენტარები