პაკისტანი

პაკისტანში ეკლესიების გადაწვის გამო 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

ეკლესიის ნანგრევები ჯარნავალაში, პაკისტანში

პაკისტანის ქალაქ ჯარნავალაში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც ათასობით მუსლიმმა ეკლესიები დაწვა და სახლები დაარბია. ნანგრევები მავთულხლართებით არის გარშემორტყმული, რადგან ქალაქში ვითარება კვლავ დაძაბულია.

ასევე, ფაისალაბადის რაიონში საზოგადოებრივი შეკრებები შვიდი დღით შეიზღუდა. 

პოლიციამ BBC-ს უთხრა, რომ ქრისტიანების სახლებს და პირად ნივთებს ცეცხლი წაუკიდეს.

31 წლის ქრისტიანი იასირ ბჰატი აღნიშნავს, რომ იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა.

"მათ ჩაამტვრიეს ფანჯრები და კარები. მაცივრები, დივნები, სკამები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები კი ეკლესიის წინ დასაწვავად გაიტანეს". - ამბობს იასირ ბჰატი.


ყურანის შეურაცხყოფის ბრალდებით, ხელკეტებითა და ჯოხებით შეიარაღებული ასობით ადამიანი პენჯაბის პროვინციის ქალაქ ჯარანვალაში სულ მცირე ორ ეკლესიას თავს დაესხა, ისინი ორ ქრისტიან მოქალაქეს ღვთის გმობაში ადანაშაულებენ.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქრისტიანული კოლონიის მახლობლად მუსლიმების წმინდა წიგნის, ყურანის დახეული ფურცლები აღმოაჩინეს, რომლებზეც სავარაუდოდ მკრეხელური შინაარსის ტექსტი იყო დატანილი.

ამ დრომდე მიმდინარეობს საქმის გამოძიება. პაკისტანში ღვთის გმობა სიკვდილით ისჯება.

კომენტარები