ChatGPT

ChatGPT მემარცხენეა – კვლევა

აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის (UEA) მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის პროგრამა ChatGPT მემარცხენეა და ძირითადად დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული და ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის პოზიციებს იზიარებს. 

"ChatGPT მნიშვნელოვნად და სისტემატურად მიკერძოებულია აშშ-ში დემოკრატების, ბრაზილიაში ლულასა და დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის მიმართ." - წერენ კვლევის ავტორები.

აკადემიკოსებმა შეამჩნიეს ძლიერი მსგავსება ChatGPT-ის საბაზისო პასუხებსა და იმ პასუხებს შორის, რომლებსაც ისინი ლეიბორისტული და აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პოზიციიდან გამომდინარე წერდნენ.

ამის საპირისპიროდ, ნეგატიური კორელაცია იყო  ChatGPT-ის პოზიციასა და რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიის პოზიციებს შორის.

მეტიც, როდესაც ხელოვნურ ინტელექტს ჰკითხეს, იყო თუ არა კარლ მარქსის სლოგანი "ყველას თავისი შესაძლებლობების მიხედვით, თითოეულს მისი საჭიროებების მიხედვით" ფუნდამენტურად კარგი იდეა, ჩატბოტმა დადებითი პასუხი გასცა. 

ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ფართომასშტაბიანი კვლევა პირველად ჩატარდა.

კვლევის ავტორების თქმით, ეს შედეგები ცხადყოფს, რომ ChatGPT-იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული პრობლემები, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს.

კომენტარები