საზღვრის კვეთა

აპრილ-ივნისში საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთის მოქალაქეებმა გადმოკვეთეს

სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დარიალი, 26 სექტემბერი, 2022.
REUTERS/Irakli Gedenidze

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში (აპრილ-ივნისში) საქართველოს საზღვარი 4 918 036-ჯერ გადმოიკვეთა (შემოსვლა+გასვლა). აღრიცხული მოქალაქეებიდან 30% საქართველოს, ხოლო 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს რუსეთის მოქალაქეები იკავებენ – მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში რუსეთის 443 624 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 427 443 გავიდა. სტატისტიკაში შემდეგი თურქეთია 413 127 შემომსვლელით, მას მოსდევს სომხეთი (285 403) და ევროკავშირის ქვეყნები (119 855).

შსს

აპრილ-ივნისში საქართველოში შემომსვლელთა საერთო რაოდენობა 1 754 992 იყო, მათგან 1 092 903 ადამიანი ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით დარჩა, ხოლო 257 872-მა მოქალაქემ საქართველოს ტერიტორია ტრანზიტისთვის გამოიყენა.

მეორე კვარტალში ქვეყნიდან საქართველოს 746 734 მოქალაქე გავიდა, ხოლო იმავე პერიოდში ქვეყანაში საქართველოს 732 743 მოქალაქე შემოვიდა.

კომენტარები