თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხმავლო ხიდი ეწყობა, რის გამოც 18 და 20 აგვისტოს, 06:00-დან 09:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
შეზღუდვა შეეხება თბილისი მოლიდან დედაქალაქის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით.