ავსტრალია

ტასმანიაში ნაცისტური მისალმება და სიმბოლიკა აკრძალეს

Recep Sakar/AA/picture alliance

16 აგვისტოს ტასმანია ავსტრალიის პირველი შტატი გახდა, სადაც ნაცისტური სიმბოლიკა და მისალმება აკრძალეს. ტასმანიის შტატის მთავრობის ცნობით, აკრძალვა მოიცავს სვასტიკების გამოყენებას და ნაცისტურ მისალმებას. კანონის დარღვევის პირველ შემთხვევაზე სამი თვით თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული. 

"ჩვენ მკაცრად ვგმოვთ სიძულვილის ყველა გამოვლინებას ჩვენს საზოგადოებაში, მე მოხარული ვარ, რომ პერსონალურად ვუძღვებოდი ამ მნიშვნელოვან რეფორმას, რაც დაგვეხმარება ვიცხოვროთ უფრო უსაფრთხო და მზრუნველ საზოგადოებაში." - თქვა ტასმანიის იუსტიციის მინისტრმა ელის არჩერმა. 

ავსტრალიური მაუწყებლობის ABC-ის ცნობით, ავსტრალიაში გაზრდილია საფრთხე უმცირესობების ჯგუფების, მათ შორის ყველაზე მეტად LGBTQ თემის მისამართით, ექსტრემისტული ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან. 

კომენტარები