ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ გაქცეული ამერიკელი სამხედრო რასობრივ დისკრიმინაციას გაურბოდა

ABC

ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ ამერიკელი სამხედრო, რომელმაც საზღვარი გადაკვეთა და ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა, ამერიკულ ჯარში რასობრივ დისკრიმინაციას გაურბოდა. ფხენიანში ადასტურებენ, რომ ამერიკელი სამხედრო ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზეა დაკავებული. 

რიგითი ტრევის კინგი კორეის დემილიტარიზებული ზონიდან ჩრდილოეთ კორეის მიმართულებით ერთი თვის წინ გადავიდა. ამერიკული მხარის აზრით, ტრევის კინგმა საზღვარი გამიზნულად გადაკვეთა. 

CBS News-ის ინფორმაციით, სამხედროს აშშ-ში აბრუნებდნენ დისციპლინური მიზეზებით, თუმცა მან, აეროპორტში უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ, მოახერხა გაპარვა და სასაზღვრო ტურში ჩართვა.

კომენტარები