მარგო რობი

მარგო რობი ბარბის შემოსავლიდან ბონუსად 50 მილიონ დოლარს მიიღებს

მარგო რობი ბარბის კინოგაქირავებიდან 50 მილიონ დოლარს მიიღებს. ინფორმაციას გამოცემა Variety ავრცელებს.

ცნობილი თოჯინას როლის შესრულების გარდა ავსტრალიელი მსახიობი ასევე ბარბის ერთ-ერთი პროდიუსერია. ამ დროისთვის კომედიურმა ბლოკბასტერმა მსოფლიო გაქირავებაში 1.18 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ფილმის მწარმოებელი კინოსტუდია Warner Bros. ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ადასტურებს.

ბარბი ქალის მიერ გადაღებული პირველი ფილმი გახდა, რომელმაც მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა.

კომენტარები