ბარბი

ბარბიმ მსოფლიო კინოგაქირავებაში მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

გრეტა გერვიგის კომედიამ მსოფლიო კინოგაქირავებაში მილიარდიან ზღვარს გადააბიჯა. ბარბი კინოს ისტორიაში პირველი ქალის მიერ გადაღებული ფილმია, რომელმაც მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

ფილმმა 459,4 მილიონი ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ხოლო 572.1 მილიონი საერთაშორისო კინოგაქირავებაში მოაგროვა. ამ დროისთვის ბლოკბასტერის ზუსტი შემოსავალი $1,031 მილიარდი დოლარს შეადგენს.

მილიარდიანი ზღვარის გადასალახად გერვიგის ფილმს მხოლოდ 17 დღე დასჭირდა. ფილმის თავდაპირველი ბიუჯეტი, მარკეტინგის ხარჯების გარეშე, 145 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბარბის საქართველოს კინოთეატრებში 20 ივლისიდან გადის.

კომენტარები