ავტოსაგზაო შემთხვევა

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები