საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიიდან 15 წლის თავზე, გამოვხატავთ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და იმ ზარალის კომპენსაცია, რაც მათ მოგვაყენეს, მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში.
უკრაინა-საქართველო
ზელენსკი: მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს სრული დეოკუპაცია მოიტანს მშვიდობას ევროპაში
tbl.ge/6gos
დაკოპირდა

წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის მეთხუტმეტე წლისთავთან დაკავშირებით. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.
ამავე თემაზე
- უკრაინის 7 მოქალაქე საქართველოში 14-დღიანი ლოდინის შემდეგ შემოუშვეს
- Meduza: უკრაინიდან რუსეთში გატაცებულ 7 ყოფილ პატიმარს საქართველოში არ უშვებენ
- უკრაინა არ ჩარეულა, არ ერევა და არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეებში – ნიკოლენკო
- პოდოლიაკი: ოცნების პირობებში საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი
- საქართველომ შემოუშვა უკრაინელები, რომლებსაც საზღვრის კვეთის უფლებას არ აძლევდა