რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: უნდა გესმოდეთ, რუკაზე მილიონობით რუსის ბედია, რომელთა განადგურებასაც კიევი აპირებს

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ყველას, ვინც დასავლეთს სთხოვს, მიიღოს ე.წ. ზელენსკის ფორმულა, უნდა ესმოდეს, რომ რუკაზე მილიონობით რუსის ბედია, რომელთა განადგურებასაც კიევი აპირებს. ლავროვის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ცხადია, რომ არც ერთ კონფლიქტში სამართლიანობა არ მიიღწევა, თუ დაცული არ იქნება ეთნიკური უმცირესობების უფლებები. მეტიც, ეს უალტერნატივოა უკრაინაში, სადაც რუსული ყოველთვის იყო მშობლიური ენა მოსახლეობის უმრავლესობისთვის. დასავლეთში ყველა ძალას იყენებენ ე.წ. ზელენსკის ფორმულის დასამტკიცებლად და 1991 წლის საზღვრების დაბრუნებას ითხოვენ. თუმცა, არავის, არც ვაშინგტონში, არც ლონდონში, არც პარიზსა და ბრიუსელში, სიტყვა არ უთქვამთ კიევის რეჟიმის დამოკიდებულებაზე – "ავიღებთ ყირიმს, დონბასს და ჩვენს სხვა მიწებს" და "გავანადგურებთ იქ ყველა რუსს". - თქვა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო სამქეთა მინისტრის თქმით, ანგლოსაქსები და მათი მოკავშირები კეივში ნაცისტებს იცავენ და ამართლებდნენ მათ ქმედებებს ადამიანის უფლებებისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დარღვევის დროს.

ამავდროულად, ლავროვი დასავლეთს სთავაზობს, ზელენსკის სთხოვოს, სხვა ფორმულის წარმოდგენა – თუ როგორ ხედავს კიევი რუსი ხალხის მდგომარეობას მათ ქვეყანაში.

კომენტარები