სტიქია რაჭაში

ქარსელაძე: ამ დროისთვის, დაკავშირება 35 ადამიანთან ვერ ხერხდება

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, რაჭაში, სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის დაკავშირება 35 ადამიანთან ვერ ხერხდება.  

"ამ მომენტისთვის, 35 ასეთი ადამიანი არის [ვისთანაც ვერ ხერხდება კავშირი]. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება". - ამბობს ის. 

მისივე სიტყვებით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო ადგილას 140 ადამიანია გადაყვანილი. გუშინ, 3 აგვისტოს მაშველებმა სტიქიის ზონიდან 70-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს, დღეს - 80-ზე მეტის. 

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.  

ბოლო მონაცემებით, მაშველებმა ადგილზე იპპვეს 2 ადამიანის ცხედარი. 

კომენტარები